ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართმე ჯემალ კოპალიანმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ პროცესზე თქვა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
დაცვის მხარე კი დაკავებულის 15 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ასლანშვილმა ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. ფაქტი 23 მაისს დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.