"ვხედავ უცენზურო მიმოწერას" - ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თავის მართლების რეჟიმშია
ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დუმილს არღევს - 46 წლის ლევან ასლანიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ყოფილი ცოლის დაჭრისთვის მიზეზი ჰქონდა. "ტვ პირველი" სასტიკ დანაშაულში ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს შეგნებულად არ ასაჯაროებს, სადაც ასლანიშვილი ყოფილი ცოლის პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მის არასრუწლოვან შვილზე მძიმე განცხადებას აკეთებს.
ეს შემთხვევა რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს. ჩემს ყოფილ მეუღლეს წლების წინ გავუხსენი მეილი. ჩემი მეილი დაიბლოკა, მისი მეილი მახსოვდა, შევედი მის მეილზე და ამის შემდეგ "ფეისბუქზე" გადავედი. ვხედავ მიწერ-მოწერას დღეში 50 კაცთან უხამსს და უცენზურო მიმოწერას”,- განაცხადა ასლანიშვილმა.
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.