ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

25.05.22 15:42
ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი, მაია არქანია, რომელსაც 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  

პროცესზე ბრალდებულის უფლებადამცველმა მაია არქანიას თავისუფლების სანაცვლოდ მისთვის გირაოს სახით 25 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. 

ვიცი, რომ აღკვეთ ღონისძიებაზე პატიმრობით შემოდის პროკურატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გირაოს მოვითხოვთ. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაინც მანდილოსანია. 

მტკიცებულებები გადმომეცა, მაგრამ იმხელა მასალაა, ასე უცებ ვერ გავეცნობი - ამბობს არქანიას ადვოკატი. 

პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს, რადგან სავარაუდოდ, მაია არქანიას თანამზრახველები ჰყავდა. 

ტექნიკური უნივერსისტეტის  ფინანსიტი, მაია არქანია, რომელიც ბრალდებულია თანამშრომლების ხელფასების მითვისებაში, ბრალს აღიარებს. 

გამოძიებამ თაღლითური სქემა გაშიფრა, რის შედეგადაც მითვისებულია ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 2 მილიონამდე ლარი. 

დადგინდა, რომ ხელფასის ჩასარიცხად ბრალდებული ქალი  ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს უთითებდა, თუმცა თანხა თანამშრომლების ნაცვლად მის ახლო გარემოცვას ერიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები