ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენ შორის არსებულ ღრმა კავშირებს - კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კარლ ჰარცელიწერს, რომ ევროკავშირი ურყევად რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.
ვულოცავ საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი ურყევად რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ამ რთულ დროს, ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენ შორის არსებულ ღრმა კავშირებს. კავშირები, რომლებიც გვსურს, რომ გაძლიერდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ასახავს მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს. საქართველომ ისტორიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა. ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე- ნათვამია წერილში.