შეიარაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - პოლიცია დამნაშავეების კვალზე ვერ გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები ამ დრომდე არ დაუკავებია. პოლიცია შანიძის ქუჩიდან გაქცეულ დამნაშავეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ამ დრომდე უცნობია რა გახდა შეირაღებული თავდასხმის მოტივი და უკავშირდება თუ არა ბექა მახარაძის წარსულ საქმიანობას.
ბექა მახარაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი სამართადლდამცავის დაჭრა, შესაძლოა ვალებს უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, მისი სახელი გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების საქმეში ფიგურირებს. მახარაძე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სწორედ მან აღმოუჩინა იარაღი რურუას.
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ 15-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაშია. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.