კულტურის სამინისტრო ბუტკა არ არის - თეა წულუკიანი
კულტურის სამინისტრო ბუტკა არაა - აცხადებს კულტურის მინისტრი. დღეს თეა წულუკიანი მედიის კითხვებს ვერ გაექცა და იძულებული გახდა ეთქვა, რატომ გაუშვა ეროვნული მუზემიდან მეცნიერები.
კულტურის მინისტრი მრავალწლიანი სტაჟის მქონე მეცნიერებს ისევ კომპეტენციას უწუნებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუზეუმის ხელმძღვანელობამ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ და სამსახურში არ დადიოდნენ.
ეს გახლავთ სამინისტრო და არა რამე კერძო კომპანია, ან, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც იღებს ხელფასს, მინიმუმ დადიოდეს სამსახურში. და როდესაც დადის სამსახურში, მას ჰქონდეს უნარი, საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი - განაცხადა თეა წულუკიანმა.