დედოფალი ელისაბედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
დედოფალი ელისაბედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სალომე ზურაბიშვილისთვუს გამოგზავნილ წერს, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან ბრიტანეთი და საქართველო თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ.
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
“თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ.
გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ”- აღნიშნულია წერილში.