სისხლიანი დაპირისპირება თბილისში- დაჭრილია რამდენიმე ახალგაზრდა
სისიხლიანი გარჩევა თბილისში-ფანასკერტელის ქუჩაზე რამდენიმე პირს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ.
,,ტვ პირველი" სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს არკვევს.