პოლიტიკური მართლსამჯულების მეორე რაუნდი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს

27.05.22 11:15
პოლიტიკური მართლსამჯულების მეორე რაუნდი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს

გახდებიან თუ არა "ტვ პირველის" მფლობელის მამა და თიბისი ბანკის დამფუძნებლები ხელისუფლების ანგარიშსწორების მსხვერპლი - ხაზარაძე- ჯაფარიძე-წერთლის საქმეზე მსჯელობას ამ წუთებში სააპელაციო სასამართლო იწყებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს და ხაზარაძე- ჯაფარიძე-წერთლის ციხეში გაშვებას ითხოვს. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დაცვის მხარემაც შეიტანა, რადგან ირმწუნება, რომ საქმეში არათუ თაღლითობა, არამედ დანაშაული საერთოდ არ არის.


პროკურატურა კვლავ ითხოვს ქმედების დაკვალიფიცირებას ფულის გათეთრებით. ბუნებრივია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა არ ეყო გამბედაობა პირველი ინსტანციის სასმართლოს, რომ სიმართლე ბოლომდე დაედგინა და გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი. თქვენ გახსოვსთ სასამართლოს გადაწყვეტილება, თქვა, რომ არ არის ფულის გათეთრება, მაგრამ გადმოაკვალიფიცირა თაღლითობაზე, ამ გზით გამოსავალი იპოვა, ვინაიდან არის ხანდაზმული და გაათვაისუფლა სასჯელისგან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აქ არც თაღლითობა , არც სხვა რაიმე დანშაულის ნიშნები არ არსებობს და ეს საქმე უნდა დასრულდეს გამამართლებელი გადაწყვეტილებით, - ამბობს ავთანდილს წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი. 
 

 პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმდჯომარემ მამუკა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე ბიძნა ივანიშვილის მიმართა და უთხრა, რომ მას არაფერი გამოუვა, რადგან სიმართლე გაიმარჯვებს.

ხდება სრული ლუსტრაცია იმ სისტემის, რომელიც მართულია ერთი კაცის მიერ და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ იმ ყურმოჭრილი შემსრულებლების ვინაობას. შემიძლია ვუთხრა დამკვეთს, ბიძინა ივანიშვილს და მის ყურმოჭრილ მოსამართლეებს და პროკურატურას, რომ არაფერი არ გამოუივათ, მიუხედავად თქვენი მცდელობისა და ჩვენ შემთხვევაში, თქვენ არ გამოგივათ არაფერი, იმიტომ, რომ სიმართლე არის სიმართლე და ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული, - თქვა  "ლელო - საქართველოსთვის" თავმდჯომარემ, მამუკა ხაზარაძე, სასამართლო სხდომაზე შესვლამდე.  

"ლელო საქართელოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართული სასამართლო მსოფლიოს ქილიკის და კრიტიკის საგნად იქცა. 

მე მაქვს ერთი სამწუხარო ამბავი, რომ საქართველოს სასამართლო გახდა მთელი მსოფლიოს ქილიკის და კრიტიკის საგანი. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი და ეს ოპოზიციამ კი არ გააკეთა, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და იმ გარემოებამ, რომ ისინი რაელურად მართავენ სასამართლოშ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი და რომელიც არის მიმართული მათი პოლიტიკური ოპონენტყების წინააღმდეგ. სშესაბამისად, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, - თქვა ჯაფარიძემ. 

გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.  მხარეები უკვე ადგილზე იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები