ემუქრება თუ არა თბილისს სასწრაფო დახმარების კოლაფსი - ექიმებში პროტესტმა იფეთქა

27.05.22 11:22
ემუქრება თუ არა თბილისს სასწრაფო დახმარების კოლაფსი - ექიმებში პროტესტმა იფეთქა

ემუქრება თუ არა თბილისს სასწრაფო დახმარების კოლაფსი - ექიმებში პროტესტმა იფეთქა. შემცირებული ხელფასების გამო სასწრაფო დახმარების  ექიმები და მძღოლები იძულებულები გახდნენ ქუჩაში გამოვიდნენ. პირველი საპროტესტო აქცია სასწრაფო დახმარების მთავარ ოფისთან 13:00 საათზე გაიმართება.

ირკვევა, რომ კოვიდპანდემიის ტემპების შენელების შემდეგ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის დანამატების ჩამოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. 

მედიკოსები მინისტრის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია  იმ ხელფასზე მუშაობა, რომელიც მათ აქვთ.

გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები ვითხოვთ ხელფასის ზრდას და ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს. წინაპირობა გახდა ორწლიანი პანდემიის ბრძოლის შედეგად გაუფასურებული ჩვენი ხელფასი, ასევე, დანამატის მოხსნა, რომელიც ასე თუ ისე აკომპენსირებდა ჩვეს შემოსავალს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკების 2 კვირიანი პერიოდი, გქონდა 4 შეხვედრა ჩვენს ხელმძღვანელებთან ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა გარკვეული კონრეტული პასუხის არ მგვიღია. ჩვე ნარ დაგვრჩა სხვა გამოსავალი გარდა აქციისა, - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.  

 

 

მსგავსი სიახლეები