ფემიციდის გახშირებული შემთხვევები - ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სსკ-ში ცვლილებების შეტანას ითხოვენ
ფემიციდის გახშირებული შემთხვევები, უმოქმედო ძალოვანი უწყებები და პრევენციისთვის საჭირო მექანიზმები - ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სისხლის სამართლის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. იურისტები მიიჩნევენ, რომ გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის შემთხვევა ცალკე მუხლად უნდა იქნეს გამოყოფილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტები ერთობლივ წერილს შეიმუშავებენ, რომლითაც პარლამენტს მიმარტავენ.
ძალიან შერბილებულია რიტორიკა, ზოგადად, ქალთა ძალადობასთან მიმართებით. ხშირად გამოიყენება გირაო, ასევე, არარ გვესმის ჩენ მაღალი ტრიბუნებიდან სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკაზე საუბარი. რეაგირებენ უკვე მომხდარ ფაქტზე, მაგრამ ვერ რეაგირებენ იმაზე, რომ სანამ ფემიციდი მოხდება, უფრო მსუბუქი დანშაულები ხდება ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა ფემიციდი კანონმდებლობაშ გაჩნდეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის კანონი და გენდერული ძალდობის კანონში, სადაც საუბარია ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე აისახოს ფემიციდი და ჩაიდოს განმარტება, რომ ეს არის ქალის მკვლელობა, - ამბობს კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.