ქვეყანაში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია - GDI-ის კვლევა

27.05.22 12:52
ქვეყანაში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია - GDI-ის კვლევა

მედიის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. "საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის" კვლევის თანახმად, თავისუფალ მედია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების და შეტევის მსხვერპლია. კვლევის ავტორების თქმით,  თავისუფალი მედიის დევნის მექანიზმად არის ქცეული მარეგულირებელი კომისიაც. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ძალიან აქტიურად ცდილობს შესზღუდოს კრიტიკული ოპოზიციური მედიის საქმიანობა და მათი შინაარსი.  ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბოლო, რაც შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ეს არის ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ შემოიფარგლკება მხოლოდ ამ საქმით, ანუ ეს განზრახვები ჩვენ შგვიძლია ვნახოთ, რომ თითქმის ყველა კრიტიკული მედიის მენეჯერის და დამფუძნებლის მიმართ მიმდინარეობს სიხსლის სამართლის საქმე. ეს არის „ტვ პირველი“ , „ფორმულა“ და ა.შ. ხშირად კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უკავშირდება ხოლმე შინაარსის შეზღუდვას, მაშინ, როცა ამის საფუძლები საერთოდ არ არსებპობს. მედიის თვაისუფლების კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი ტენდენციები ამ ეტაპზე არ იკვეთება, მხოლოდ არის გაუარესება, - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თვამჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.  

 "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" მედიასთან დაკავშირებით კვლევა 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე მონაკვეთში ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები