ხმაური სააპელაციო სასამართლოში - ბადრი ჯაფარიძემ პროკურორები მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა
ხმაური სააპელაციო სასამათლოში - ბადრი ჯაფარიძემ საქმის პროკურორები მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა. "ლელოს" გენერალურმა მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთის სისრულეში მოყვანა უნდა. ჯაფარიძემ ასევე, პროკურორების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დააანონსა.
მე მინდა გითხრათ, რომ მე მაქვს განზრახული, რომ ამ ხალაგაზრდებზე აუცილებლად იქნეს შეტანილი სარჩელი სამსახურეობრივ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ იისნი აყალბებენ შეგნებულად მთელი ეს პერიოდი ფალსიფიკაციას აწარმოებენ ფაქტების და ჩაიდინეს სამსახურეობრივი დანაშაული. შეუძლებელია სხგვაგარად გააყლაბო ის რეალობა, ოგორც მათ მოახდინეს, თუ ეს არ არის დანაშაულის მიზნით ჩადენილი ანუ კეთილსინდისიერი, უდანაშაულო ადამაინების რეპუტაციის შელახვის მიზნით, - თქვა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძეს სიტყვას მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მოსამართლეს მოუწოდა, ჯაფარიძისთვის სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ჯაფარიძემ პროცესზე ასევე, აღნიშნა და დაადასტურა, რომ სამწლიანმა დავამ, მას და მამუკა ჯაფარიძეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. მან ხაგზგასმით აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს.
ხაზარაზე-ჯაფარიძე-წეერთლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა მოსამართლეთა კოლეგია მოსამართლე მერაბ ჯორნებაძის ხელმძღვანელობით ესწრება. სასამართლომ უნდა თქვას, დატოვებს თუ არა პირბელი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში, თუმცა ეს სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი.