ახალციხის მერიის შპს “კეთილმოწყობამ” 5,349,809 ლარის 21 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო - ,,ფლანგვის დეტექტორი"

15.04.21 10:44
ახალციხის მერიის შპს “კეთილმოწყობამ”  5,349,809 ლარის 21 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო - ,,ფლანგვის დეტექტორი"

ახალციხის მერიის შპს „კეთილმოწყობამ“ ჯამში 5.3 მილიონის 21 ტენდერი მოიგო, საიდანაც 105,000 ლარი მერის კომპანიას გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესხებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.  არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მოგებული ტენდერების პირობებს შპს “კეთილმოწყობა” ხშირად ვერ აკმაყოფილებდა და ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. ტენდერით დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად შპს “კეთილმოწყობა” ახალციხის მერის - ზაზა მელიქიძის კომპანია “მელიზას” ქირაობდა.

აღსანიშნავია, რომ შპს “კეთილმოწყობის” დირექტორს თანამდებობაზე ახალციხის მერი ნიშნავს და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე “კეთილმოწყობის” ყოფილი დირექტორი, კობა კურტანიძე, იყო.