სისხლიანი ანგარიშსწორება არაყიშვილის ქუჩაზე - პოლიცია გაქცეულ დამნაშვეებს ეძებს
პოლიცია გაქცეულ დამნაშავეებს ეძებს - თბილისის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე შეირაღებული თავდასხმის მონაწილე პირებზე საგანგებო ძებნაა გამოცხადებული, თუმცა გომელაურის უწყება ჯერ კვალზე ვერ გავიდა.
სავარაუდოდ, პოლიციას შეირაღებული, ნიღბიანი პირები იდენთიფიცირებულიც კი არ ჰყავს. სამართალდამცველები გვიან ღამემდე კითხავდნენ სისხლიანი გარჩევის თვითმხილველებს.
პალატიდან პირდაპირ განყოფილებაში გადაიყვანეს დაჭრილი გიორგი კაჭკაჭიშვილი, მან პოლიციას ჩვენება მისცა. ახალგაზრდა ამ დროსითვის საკუთარ სახლში იმყოფება.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს - 26 წლის სერგი ქურთიაშვილის ჯანმრთელობის მდდომარეობა მძიმეა, ის 10 ტყვით კიდურების არეშია დაჭრილი, მდგომარეობა კი მძიმეა.
შეიარაღებული თავდასხმა დედაქალაქის ცენტრში გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლიანი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.