მოსამართლეების დემარში - ამერიკაში ხუთიდან არც ერთი მოსამართლე არ წავიდა
მოსამართლეების დემარში - ამერიკაში ხუთიდან არც ერთი მოსამართლე არ წავიდა. "პირველების" ინფორმაციით, ამერიკის საელჩომ სასწრაფო წესით, მოსამართლეები, ადვოკატებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით ჩაანაცვლა.
წყარო პირველებს უყვება რომ ერთ-ერთი ვინც პროგრამაში მოხვდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელია", რომელიც დილით შტატებში უკვე გაემგზავრა.
"ტვ პირველისთვის" ცნობილია მინიმუმ 2 ადვოკატის ვინაობა, ვინც შტატების გადაწყვეტილებით მოსამართლეების ნაცვლად ამერიკის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში ჩასვეს.
ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე სასწავლო პროგრამიდან ამოაგდო.