"აქ ცხოვრება შეუძლებელია" - ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შემდეგ ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

28.05.22 13:33
"აქ ცხოვრება შეუძლებელია" - ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შემდეგ ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და ამ ფორმით ხელისუფლებისა და  მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის უყურადღებობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, გუშინ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ავარიული საცხოვრებელი კორპუსი უფრო მეტად დაზიანდა.

ამასთან, ამბობენ, რომ ქარხნიდან წამოსული გამონაბოლქვი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

თავის მხრივ, ქარხნის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია, საკითხს კი კომპლექსური მოკვლევა სჭირდება. მოსახლეობა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს

 

 

 

მსგავსი სიახლეები