როგორ ფიქრობთ, დეტალებს გეტყვით? - კუპატაძე ვაკეში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში -თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე ჟურნალისტებთან არ პაუსხობს კითხვას, ჰყავს თუ არა შსს-ს დამნაშავეები იდენთიფიცირებული.
"როგორ ფიქრობთ, დეტალებს გეტყვით? არ გეტყვით", - უთხრა კუპატაძემ მედიას.
პოლიციის მაღალჩინოსანი კომენტას არც საქმის მიმდინარეობის შესახებ აკეთებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ინფორმაციას საზოგადოებას "უახლოეს პერიოდში" მიაწვდიან.
კითხვაზე, გაუჭირდებათ თუ არა თავადმსხმელების ვინაობის დადგენა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი შენიღბულები იყვნენ, კუპატაძე ამბობს, რომ "შსს-ს არაფერი უჭირს".
მისივე თქმით, გომელაურის უწყება "ყველა ვერსიაზე" მუშაობს.
თბილისის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე შეირაღებული თავდასხმის მონაწილე პირებზე საგანგებო ძებნაა გამოცხადებული, თუმცა გომელაურის უწყება ჯერ კვალზე ვერ გავიდა.
სავარაუდოდ, პოლიციას შეირაღებული, ნიღბიანი პირები იდენთიფიცირებულიც კი არ ჰყავს. სამართალდამცველები გვიან ღამემდე კითხავდნენ სისხლიანი გარჩევის თვითმხილველებს.
პალატიდან პირდაპირ განყოფილებაში გადაიყვანეს დაჭრილი გიორგი კაჭკაჭიშვილი. ახალგაზრდა ამ დროსითვის საკუთარ სახლში იმყოფება.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს - 26 წლის სერგი ქურთიაშვილის ჯანმრთელობის მდდომარეობა მძიმეა, ის კიდურების არეშია დაჭრილი, მდგომარეობა კი მძიმეა.