"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები აქციებისთვის ემზადებიან - მუშების ნაწილს დაპირებული ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ

28.05.22 13:52
"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები აქციებისთვის ემზადებიან - მუშების ნაწილს დაპირებული ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ

3 დღეში პროტესტის ეპიცენტრი ისევ ბორჯომი იქნება. "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები ქუჩაში გამოდიან
მუშების ნაწილს დაპირებული ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ, გარდა ამისა როგორც ამბობენ, კომპანიის ადმინისტრაცის მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ისევ გრძელდება.

გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ დასაქმებულთა შრომითი უფლებები არ აღსრულდება. ვითხოვთ 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას. მოთხოვნაა ძველ შრომით კონტრაქტებზე დაბრუნება"- აცხადებს დასაქმებული. 

 

მსგავსი სიახლეები