"ოცნება" ხალხის გარეშე არსებობს - მწერალ ნაირა გელაშვილის ვიდეომიმართვა ხელისუფლებას
ის, რაც ნამახვანჰესის პრობლემამ გამოამჟღავნა, ღალატია - მწერალი ნაირა გელაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. გელაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს ნამახვანჰესის პრობლემის გამო და ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და მსურს, გამოვთქვა ჩემი უკიდურესი აღშფოთება, გამოვხატო პროტესტი იმ დანაშაულებრივი ქმედებათა გამო, რასაც ის სჩადის რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას წესიერი, უანგარო, მოაზროვნე და სამშობლოს მოყვარული მხარდამჭერი აღარ ჰყავს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ის ხალხის გარეშე არსებობს უკვე, რადგან ის, რაც ნამოხვანჰესის პრობლემამ გამოამჟღავნა, ამას ჰქვია სამშობლოს ღალატი და სხვა არაფერი არასდროს დაერქმევა. სამივე ხელმომწერი, ბატონი გიორგი გახარია, ქალბატონი ნათელა თურნავა და დავითაშვილი არიან სახელმწიფოს მოღალატეები, რომლებიც უნდა გასამართლდნენ აუცილებლად იმიტომ, რომ მსგავსი ხელშკრულება შეუძლებელია, სადმე მოიძოთ, გარდა დაქცეული ქვეყნებისა, - ამბობს გელაშვილი.