შურისძიების მოტივით, დანა ამოიღო და მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა - შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე

28.05.22 16:43
შურისძიების მოტივით, დანა ამოიღო და მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა - შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის მუნიციპალიტეტშიმომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. გომელაურის უწყება ადასტურებს, რომ 26 მაისს მომხდარი ფაქტის გამო, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ინთიკამ კარაევი დააკავეს. 

"მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თანნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"- აცხადებენ უწყებაში. 

შსს-ს ცნობით, დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები