სისხლიანი გარჩევა ნახალოვკაში - დაჭრილია 41 წლის კაცი

28.05.22 17:07
სისხლიანი გარჩევა ნახალოვკაში - დაჭრილია 41 წლის კაცი

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე 41 წლის კაცი დაჭრეს. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პირველ სამედიცინო კლინიკაში ამ წუთებში უტარდება. ის ფეხშია დაჭრილი. 

დაშავებული კლინიკაში თვითდინებით მივიდა და ექიმებს უუთხრა, რომ ქუჩაში უცნობი კაცი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო. 

უწყებაში არ ამბობენ ჰყავთ თუ არა იდენთიფიცირებული დამნაშავე.

მსგავსი სიახლეები