სასტიკი ძალადობა 90-იანი წლების მეთოდებით - თბილისში ახალგაზრდა კაცი ცხელი უთოთი აწამეს
სასტიკი დანაშაული თბილისში - 37 წლის ვახტანგ სირაძე "შაბათის ეთერს" მისი წამების გამაოგნებელ ისტორიას უყვება. ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ ბედობის ღამეს, მეზობლებმა სასტიკად სცემეს, დასერეს და ცხელი უთოთი აწამეს.
სირაძე "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ 27 წლის გიორგი ჯაჭვლიანი და 30 წლის ვასილ ფხაკაძე მას სახლის და ავტომობილის გადაფორმებას აიძულებდნენ, უარის მიღების შემდეგ, კი რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. საქმის მასალების მიხედვით, უთოთი დამწვრობა ახალგაზრდა კაცს ვასილ ფხაკაძემ ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა.
ცხელი უთოთი მიყენებული დაზიანებების შემდეგ, დაზარალებული გაქცევას ცდილობდა, თუმცა მისი მტკიცებით, ამ დროს მეორე სერია დაიწყო, როდესაც სასვამა თავდამსხმელმა აბაზანაში მისი დასერვა დაიწყო.
"შაბათის ეთერმა" მამაკაცის წამების საქმის ვიდეოჩანაწერებიც მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა სიკვდილის პირას მიყვანილი კაცი მუხიანის მიმართულებით გაიტაცეს, სადაც ვახტანგ სირაძის მტკიცებით მასზე, ძალადობა გაგრძელდა.
სასტიკი წამების მსხვერპლი ყვება, რომ მუხიანში მასზე ძალადობა გაგრძელდა, ადგილზე იყო კიდევ ორი პირი. სირაძეზე განხორციელებულ ძალადობას სავარაუდოდ, უყურებენ ომეხ და გიორგი ვიბლიანები, თუმცა მათ დანაშაული დაფარეს და პოლიციაში არ დარეკეს.
წამების, არაადამიანური მოპყრობის და იძულების ფაქტზე პოლიციამ საბოლოოდ, 2 პირი - გიორგი ჯაჭვლიანი და ვასილ ფხაკაძე დააკავა.
დაკავებული ჯაჭვლიანის დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ამბობს, რომ დაზარალებულმა ჩვენება საპატრულო პოლიციის შეფის ვაჟა სირაძის ზეგავლენით მისცა.
საპატრულო პოლიციის უფროის და პოლიციის მაღალჩინოსანი სირაძე დაზარალებულთან ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ საქმესთან შეხება რა ჰქონია. სირაძესთან კავშირს უარყოფ დაზარალებულიც უარყოფს.