მინისტრების გასაიდუმლოებული მრჩევლები დიდი ხელფასებით - სად მიდის ხალხის ფული?

28.05.22 22:08
მინისტრების გასაიდუმლოებული მრჩევლები დიდი ხელფასებით - სად მიდის ხალხის ფული?

პრემიერის მრჩეველი, მინისტრების მრჩეველი და უწყებების მრჩეველი -  "ქართული ოცნებაში" მრჩევლების ბუმია. ვინ არიან ეს ადამიანები? გვარებს ყველა უწყება საგულდაგულოდ მალავს, თუმცა მათ აქვთ, კარგი კაბინეტი, ხელფასი თვეში 4000 დან 6000 ლარამდე, ზოგიერთ შემთხვევაში დანამატი ან მანქანა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა რჩევებს აძლევს ეს ხალხი მთავრობას, რა საჭირო ამდენი მრჩეველი და ამდენი ფულის ხარჯვა?

რაც დაზუსტებით ცნობილია, პრემიერის მრჩევალია ირაკლი სესიაშვლი, ის მთავრობის მეთაურს კონსულტაციას უსაფრთხობის საკთხებში აძლევს. 

პრემიერ მინისტრის მრჩეველი თვეში ხელფასს 5000 ლარს იღებს. "ნოდარ მელაძის შაბათმა" თემის მომზადებისას გაარკვია, რომ სესიაშვილმა ქოშიგორას ქედზე 141 ათას ლარად 450 კვადრატულ მიწა იყიდა. 

სეისაშვილი მდიდარი ქართველების უბნაში, სამ სართულიან ერთი სასხლეს აუზით და ორ სართულიან ოვალურ კერძო სახლს ისედაც ფლობდა. 

დოკუმენტებით დგინდება, რომ იუსტიციის სამინისტროს 13 მრჩეველი ჰყავს, რატი ბრეგაძის უწყება ჯამში მრჩევლების ანაზღაურებაში თვეში 30 115 ლარს ხარჯავს. 

შინაგან საქმეთს სამინისტროს 4 მრჩეველი ჰყავს, თუმცა მათი ვინაობა ოფიციალურ წერილებში დამალულია. ერთ მრჩეველს გომელაური თვეში 4 000 ლარს უხდის, მისი მოვალეობა პიარია, ორი მრჩეველი პირადად ვახტანგ გომელაურს ჰყავს, ვინ არიან საიუმლოა. ვიცით, რომ თვეშიც ისინი 4000 ლარს იღებენ. მეოთხე მრჩეველი კი იმისთის დაიქირავეს, რომ სადაზღვევო საკითხბეში დაეხმაროს სამინისტროს მისი ჯამაგრი ყველაზე დაბალია 1375 ლარი. 

ეკონომიკის მინისტრი "შაბათის ეთერთან" მხოლოდ 2 მრჩევლის არსებობას აღიარებს, დოკუმენტბში ჩანს, რომ მათი რიცხვი მეტია. 

"შაბათის ეთერი" საქართველოს მთვაორობის ადმინისტრაციაში იმის გასარკვევად მივიდა, რამდენი ადამიანი მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილისთვის რჩევების მისაცემად, რა რეკომენდაციებს გასცემენ და რა მიმართულებით. 

ინფორმაცია ქვეყნის პირველი პირის მრჩევლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე არ იძებნება. ადგილზეც არავინ არაფერი იცის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები