ბურუსით მოცული გარდაცვალება - ოჯახი ეჭვობს, რომ 66 წლის კაცი შემოაკვდათ, შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყვეს

28.05.22 20:20
ბურუსით მოცული გარდაცვალება - ოჯახი ეჭვობს, რომ 66 წლის კაცი შემოაკვდათ, შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყვეს

გატეხილი ცხვირი, სისხლჩაქცევები ნიკაპზე, საფეთქელთან, კეფაზე და შუბლზე - 66 წლის დავით მაჩიტიძის ოჯახი ამტკიცებს, რომ მამაკაცი ძარცვის მიზნით სცემეს და შემოაკვდათ, შემდეგ კი უბედური შემთხვევის ინსცენირება მოხდა.

ოჯახი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს, რადგან ცხედრის პოვნიდან რამდენიმე წუთში ჭირისუფალს უთხრეს, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. 

შემთხვევა, 22 მაისს, კვირას, ზესტაფონში მოხდა. დავით მაჩიტიძე ტრადიციულად სამარშუტო ტაქსით  სოფელ ცხრაწყორს მიმართულებით რეისის შესასრულებლად გავიდა. სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოულოდნელად ის გაუჩინარდა. საბოლოოდ, ოჯახს პოლიციამ უთხრა, რომ ცხედარი ზესტაფონში, ანაგელინა გოგსაძის ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა და მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. 

ანგელინა გოგსაძემ ვინც გარდაცვლილი ბოლოს ნახა ამტკიცებს რომ მის ბინაში ყოფნის დროს, გარდაცვლილი წაიქცა, მამაკაცი  წაიქცა და თავი მაგიდას ჩამოარტყა, მძღოლი კი  მასთან ფულის სასესხებლად ავიდა. ქალის ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი. ისინი ამბობენ, რომ მამაკაცს ფულის პრობლემა არ ქონია, იმ დღეს ნამუშევარიც თან ჰქონდა, რომელიც გაუჩინარებულია.