მკვლელობა ასპინძაში - დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ 46 წლის კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა
მკვკლელობა ასპინძაში - განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ოჯახის დუმილს არღვევს. ნოდარ არაფხანიას ახლობლები ამტკიცებენ, რომ 46 წლის ვანო წითლიძე საკუთარმა შვილმა მოკლა, პოლიციამ კი დამნაშავეს ხელი დააფარა და ციხეში უდანაშაულო ადამიანი გაუშვა.
ოჯახის მტკიცებით, დაკავებული მამაკაცი თავს იცავდა. ისინი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელიან. საქმეზე გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ხვალ უნდა გამოაცხადონ.
შელაპარაკება მოუვიდათ იქ, სოფელში, რის შემდეგაც ეს ბიჭები გამოყვნენ გზაში. ნოდარი წააქციეს, მაშნვე დაეცა ნოდარი ძირს. ეს მეუღლე და დედაჩემი ეცდებიან, რომ ქვევიდან გამოსტაცონ და ამ დროს მეუღლე ეძახის, რომ "ნოდარი, ფრთხილად, დანა აქვთ". რა მოხდა აის შემდეგ არ ვიცი. როგორც ვიცი, ნოადრი ადგა ფეხზე ამის შემდეგ და შევარდა სახლში. შეცვივდნენ ესენიც, სახლშ შეჰყოლიან, მოუხურიათ კარი, კარები ლაწან-მტვრევით გააღეს და ამ დროს დაიჭრა ჩემი რძალი, რამდენადაც ვიცი. ნოდარიზე მოქნეული დანა მოხვდა ჩემს რძალს. ამას განრზახული ჰქონდა ნოდარის მოკვლა, თორემ დანა რად უნდოდა? და წერს, რომ შევედი ეზოში, შემდეგ გადავაგდე ეს დანა. დანა საქმეშ არ ჩანს. გვაქვს კითხვები, სად არის ეს დანა? რატომ არ მოხდა ამ დანის ამოღება? სიმართლე გვინდა გარიკვეს, რომ ვისი დანით არის მოკლული. აი, მართლა, გულწრფელად მაინტერესებს. სიმართლე გაირკვეს, თუ დამნაშავეა, დაისაჯოს, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.
დაღუპულის ოჯახის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ საქმე განზრახ მკვლელობასთან გვაქვს და სასამართლომ ხვალ გამამტყუნებელი განაჩენი ნდა გამოიტანოს. გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება ასევე, დაზარალებულის ოჯახიც.
შეგახსენებთ, ასპინძაში 46 წლის მამაკაცი დეკემბრის ბოლოს მოკლეს. თავდაპირველად მხარეებმი ერთმანეთს ავტომობილებით ჩაუსაფრდნენ და ერთმანეთს შეეჯახნენ. კონფლიქტი საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა, სადაც ვანო წითლიძე ცივი იარაღით მოკლეს.