ჯანდაცვის უწყება ადასტურებს, რომ თანამშრომლებზე უწინ საკუთარ კომფორტზე იზრუნა
ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის ხელფასების შემცირების ფონზე, უწყებაში რემონტი აქვთ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, შენობის კოსმეტიკური სამუშაოები ამ დროისათვის მხოლოდ მე-8 სართულზე მიმდინარეობს, სადაც თავად მინისტრი და მისი მოადგილეები განთავსდებიან.
უწყების საგანგებო განცხადების თანახმად, რემონტი შენობის სხვა სართულებზეც იგეგმება, თუმცა ირკვევა, რომ ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქმე შესაძლოა, კორუფციულ სქემასთან გვქონდეს.
თანხებს როგორ ხარჯავენ, რისთვის ხარჯავენ, ისევ და ისევ მაგონებს კომუნისტურ პერიოდს, ცეკას მდივნებს. ამაშია პრობლემა. ტენდერი, ასეთ შემთხვევაშ, ყოველთვის უნდა იყოს გამოცხადებული. რატომ უყვარს ამ თავრობას, ამ ხელისუფლებას ერთ პირთან მოლაპარაკებით ყველაფრის გაკეთება? ამიტომ ტენდერი აუცილებლად უნდა იყოს, სხვანაიარად შესყიდვა ვერ მოხდება, - ამბობს სამედიცინო ექსპერტი და "ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.
ჯანდაცვის მინისტრი ასევე, ირწმუნება, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მედიკოსები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.