ცემენტის მტვერი და ღია ცის ქვეშ დაყრილი ინერტული მასალა - ბათუმი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა

29.05.22 11:50
ცემენტის მტვერი და ღია ცის ქვეშ დაყრილი ინერტული მასალა - ბათუმი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა

ცემენტის მტვერი და ღია ცის ქვეშ დაყრილი ინერტული მასალა - ბათუმი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. მჭიდროდ დასახლებულ უბანში კომპანია "ორბი" საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჰაერში დიდი რაოდენობით ცემენტის მტვერი იფქრვევა, ეს კი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, საკითხის მოგარება მათ არაერთხელ ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ძალიან გვაწუხებს, მაგრამ ჩვენ ვინ გვისმენს? პრეტენზიები გვქონდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ არის, - ამბობს ადგილობრივი. 

სპეციალისტები აჭარის მთავრობის მეთაურს მოუწოდებენ, ეკოლოგიის მიმართულებით ექსპერტები აიყვანოს და მათთან კონსულტაცია გაიაროს. 

მსგავსი  ტიპის კატასტროფული ფაქტები არის ჩვენს ქალაქში არის. ასევე, არის აღსრულების პრობლემა და მე ვურჩევდი მტავრობის თავმჯდომარეს, გარდა იმისა, რომ ომის დაწყების საკითხებს იკვლევს  და ამისამართებს ექსპერტების საკითხს, სწორედ ეს საკითხები დაეკითხოს ექსპერტებს და პრობლემა გვაქვს აღსრულების კუთხით. მე ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ იყოს სახელმწიფოს ნება, მუნიციპალიტეტის ნებად ა კომპანია უკვე მერამდენედ მსგავის ტიპის კატასტროფულ დაბინძრებას ქალაქის ყველაზე დასახლებულ უბანში ახდენდეს, - ამბობს სპეციალისტი. 

თავად კომპანია "ორის" ხელმძღვანელი მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ მშნებელობის პროცესს მტვერი თან ახლავს. 

კითხვებზე პასუხების მისაღება "პირველებმა" ქალაქის მერიში სცადა, თუმცა უშედეგოდ.

 

მსგავსი სიახლეები