საკადრო წმენდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები სახლში გაუშვეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები სახლში გაუშვეს. კლინიკაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. სამსახურიდან დათხოვნილებს შორის ექიმების გარდა, სანიტრებიც არიან. ყველა მათგანი კოვიდგანყოფილებაში მუშაობდა. უმუშევრად დარჩენის საფრთხე კიდევ ათობით მედიკოსს ელოდება. რეორგანიზაცია, ჯამში 100-მდე ადამიანს შეეხება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გათავისუფლების შესახებ უკვე გააფრთხილეს. გათავასუფლებულების ნაწილი სამართლებრივ დავას აანონსებს.
კლინიკის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მეგობრის მეუღლეა, კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და "ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სავარაუდოა, რომ რეორგანიზაცია იმ აუდიტის დასკვნას ეხება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი შეუსაბამობა გამოიკვეთა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე კი ამბობს, საკადრო წმენდა კოვიდის შემთხვევების შემცირებას უკავშირდება.