"გვემუქრებოდნენ, გვესროდნენ ქვებს და ბლოკებს" - თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

29.05.22 13:26
"გვემუქრებოდნენ, გვესროდნენ ქვებს და ბლოკებს" - თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

თბილისში რადიკალური ჯგუფები ტრანსგენდერ ქალებს გაუსწორდნენ. თავდასხმა გამთენიისას მოხდა. ნაცემია 5 ქალი. იძულებით პროსტიტუციაშ ჩართლებს მოძალადეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ესროლეს ქვებიც.

დაზარალებულები "პირველებს" უყვებიან, რომ ქვეყანაშ თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათ მიმართ  ძალადობა კიდევ განმეორდეს. 

ნაცემებს შორის ის ქალიცაა, ვინც ტრანსგენდერ ქალებს ბინა მიაქირავა.

ღამის 2 საათი იყო, ვბრუნდები სახლში და მხვდება ჩემთვის უცნობი მამაკაცი საძინებლის გარეთ და მთავაზობს სექსუალურ ურთერთობას. რა თქმა უნდა, მე მას უარი განვუცხადე და გავაგდე ბინიდან. ამ მაკაცს მოჰყვნენ თავის მეგობრები, მთლიანობაშ 30-მდე მაინც იყვნენ. იყო მუქარები, "არ გაცოცხლებთ", ქვების სროლა, ბლოკების სროლაც. მე ვერ ვგრძნობ თვა დაცულად, - ამბობს ერთ-ერთი ქალი. 

მსგავსი სიახლეები