ტრაგედია სამეგრელოში - სახლის დემონტაჟის დროს 25 წლის მამაკაცი დაიღუპა
უბედური შემთხვევა სამეგრელოში - სახლის დემონტაჟის დროს 25 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას ბეტონის ფილა დაეცა. შემთხვევა სოფელ ალერტკარში მოხდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტზისი ბიუროში გადაასვენეს.
თვითმხილველები მომხდარის შესახებ "პირველებთან" საუბრობენ და ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ბინის მეპატრონის ყვირილისხმა გაიგეს, შემდეგ კი 25 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ შეიტყვეს.
ყვიროდა ის კაცი, რომ "მომკალით, მომკალით!" ვაი, იმის ცოდვა... "შვილოს", ყვიროდა... მოსულა და "არ ახვიდეო", უყვიროდა, - ამბობს ადგილობრივი.
ახალგაზრდა კაცი სახლის დემონტაჟში სახლის მეაპტრონეს ეხმარებოდა.