ვინ დაესხა თავს ტრანსგენდერ ქალებს - პოლიციაში დაკითხვების სერია დაიწყო

29.05.22 17:03
ვინ დაესხა თავს ტრანსგენდერ ქალებს - პოლიციაში დაკითხვების სერია დაიწყო

ვინ სცემა ჯგუფურად ტრანსგენდერი ქალები - მომხდარს პოლიცია არკვევს. დიდუბე-ჩუღურეთს მე-3 განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო. სამართალდამაცავებს ჩვენებას დაშავებულები აძლევენ.

ტრანსგენდერ ქალებზე თავდამსხმელები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. 

გადმოვდიოდით ტაქსიდან მე და ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალი. სქროლებით 3 ტიპი აგვედევნა. გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ იქ არ უნდა გვეცხოვრა, სადაც ვცხოვრობდით, მოგკლავთ, აუცილებლად მოკვდებით. სამი პიროვნების შემდეგ ისე ხდება, რომ მოდიან 15 დან 25 კაცამდე, ქვებით დაგვსდევდნენ, - ამბობს დაშავებული. 

შეგახსენებთ, რომ 5 ტრანსგენდერს თავს 30-მდე რადიკალური დაესხა. შემთხვევა გუშინ მოხდა. თავდამსხმელებმა ტრანსგენდერ ქალებს ქვებიდ ა ცემენტის ბლოკები დაუშინეს. 

მსგავსი სიახლეები