ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოსთანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“თანამშრომელი. გამოძიების ინფორმაციით, მან მოქალაქეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5 000 ლარის ოდენობით თახა მოსთხოვა.
შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონში მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.