წმენდა ჯანდაცვის სამინისტროში - თანამდებობიდან სავარაუდოდ, თამარ მიქელაძეს უშვებენ

30.05.22 11:42
წმენდა ჯანდაცვის სამინისტროში - თანამდებობიდან სავარაუდოდ, თამარ მიქელაძეს უშვებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს სიპებში დაიწყო. "პირველების" ინფორმაციით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იძულებით შვებულებაში გაუშვეს, დღეს ცვლილებებია სხვა სიპებშიც.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდოდ, დღეს, თანამდებობას დატოვებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი. თამარ მიქელაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ ის კუთვნილ შვებულებას იყენებს. 

მიქელაძე თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძის დროს იკავებდა,  მისი მოხსნაც სავარაუდოდ ექსმინისტრთან კავშირს უკავშირდება.

 

 

მსგავსი სიახლეები