ველი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება იქნება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში - ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია გადაწყვეტილებას მომდევნო კვირას მიიღებს.
დიპლომატმა დღეს მოლოდინებზე არ ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველომ ქართველი ხალხის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს.
ბოლო რამდენიმე კვირის მთავარი თემა კი არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწვერინების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინი. მე ველი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება იქნება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში.
ამის შემდეგ დაიწყება დისკუსიები, ამიტომ არ დავიწყებ დეტალებში შესვლას და სპეკულაციებს. რა გადაწყვეტილებას არ უნდა იყოს მიღებული, ერთი პრინციპული დასკვნა არის შემდეგი: არის დრო, საქართელომ გააგრძელოს მუშაობა მთავარ საკითხებზე და ამაში იქნება მთავარი სიძლიერე. ყველამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის სურვილები და ინტერესები, - თქვა ჰარცელმა.