სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები ძმები კაკულიები არიან

30.05.22 12:54
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები ძმები კაკულიები არიან

"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულები ძმები, გუგა და დათა კაკულიები  არიან. "ტვ პირველმა" გაარკვია, რა ვითარებაში აიყვანეს არაერთი საქმის ფიგურანტები. 

ირკვევა, რომ ხმაურიანი სპეცოპერაცია გუშინ, გვიან ღამით, ორთაჭალაში ჩატარდა. ძმაბი კონსპირაციული ბინიდანიდან აიყვანეს. მანამდე კი დაკავებულებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ისმოდხა გინებაც. 

გომალაურის უწყება ძმებ კაკულიებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

ძმები კაკულიების გვარი ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეშიც გაჟღერდა. ძმები კაკულიები წლების წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის "დათო თბილისკის" შვილები არიან.

რაც შეეხება არაყიშვილზე მომხდარ კრიმინალურ ფაქტს, ცნობილია, რომ სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილს ცეცხლი პარასკევს, ორმა ნიღბიანმა გაუხსნა.

მსგავსი სიახლეები