ბათუმში კომენდანტის საათის დროს აფთიაქი გაქურდეს

15.04.21 11:40
ბათუმში კომენდანტის საათის დროს აფთიაქი გაქურდეს

ბათუმში, აღმაშენებელის ქუჩაზე აფთიაქი "ფარმა სახლი" გაქურდეს. აფთიაქის მფლობელი ლიანა კვირკველია "ტვ პირველთან" ამბობს, რომ აფთიაქი დილით მოსულს გატეხილი დახვდა.

კარის საკეტი გატეხეს და ისე შევიდნენ. ორას ლარამდე თანხაა წაღებული- ამბობს კვირკველია.

მისივე თქმით, პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

მსგავსი სიახლეები