თამარ მიქელაძე ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა - შვებულებაში იძულებით გაშვებული ჩინოვნიკის პირველი კომენტარი
უშვებენ თუ არა სამსახურიდან ჯანმრთელობის ეროვნული სააგანეტოს ხელმღვანელს? - თამარ მიქელაძე ,,პირველებმა" სამინისტროში გადაიღო. სავარაუდოდ, ჯანდაცვის ერთ-ერთი სიპის ხელმძღვანელი შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დაიბარა.
მიქელაძე ირწმუნება, რომ ის კუთვნილ შვებულებაშია.
"გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, მე ახლა ვარ კუთვნილ შვებულებაში და პირველში ვბრუნდები სამსახურში. ამჟამად, ჩემი საქმისთვის ვარ მოსული და არ ვგეგმავდი ბატონ ილიასთან შეხვედრას. თუ რამე იქნება, შევეხმიანები". - აცხადებს თამარ მიქელაძე ,,პირველებთან" საუბარში.
თამარ მიქელაძე სამინისტროდან ამ დრომდე არ გამოსულა.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მინისტრმა ზურაბ არაზაშვილმა უწყებაში საკადრო წმენდა დაიწყო. წყარო, "ტვ პირველს" უყვება, რომ თამარ მიქელაძე იძულებით შვებულებაში გაუშვეს, მისი გათავისუფლება კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.