პროტესტის 172-ე დღე - ნამახვანჰესის მოწინააღდეგეებმა ისევ გუმათში გადაინაცვლეს

15.04.21 11:42
პროტესტის 172-ე დღე - ნამახვანჰესის მოწინააღდეგეებმა ისევ გუმათში გადაინაცვლეს

პროტესტის 172-ე დღე - პოლიცია რიონის ხეობას ისევ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებისგან იცავს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისიდან ისევ გუმათში გადაინაცვლეს. სამართალდამცველებს ტერიტორიაზე ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ადგილზე რჩება რკინის კონსტრუქციებიც, სადაც ადგილობრივებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

რიონის მცველები ამბობენ, რომ სამართალდაცველებს გზის გახსნის მოთხოვნით ისევ მიმართავენ, უარის შემთხვევაში კი  რკინის კონსტრუქციასთან ხმაურს გაანაგრძობენ.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ ნამოხვანის მიმართულებით გზას არ გაუხსნის,  მასშტაბურ აქციას უკვე დედაქალაქში გამართავენ. 

დღეს ვითხოვთ ისევ, რომ გადავაადგილდეთ ნამოხვანის მიმართულებით, სადაც ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი. როგორც ხედავთ, აქ ისევ რკინის კედელია აღმართული და დღესაც მოვითხოვთ, რომ იაღონ ეს კედელი და თუ ეს ასე არ მოხდა, როგორც დავაანონსეთ გუშინ აქციაზე, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, რომ თავიანთ სივრცეებში მოახდინონ პიკეტირება. ვაჩვენებთ ხელისუფლებას ამით სახალხო ძალას. თუ ამ ყველაფერს ისინი არ გაითვალისწინებენ, შემდეგ დავიძვრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან და გავმართავთ პერმანენტულ აქციებს, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 
 

მსგავსი სიახლეები