ძმებ კაკულიების დაკავების შემდეგ კლინიკაში, სადაც დაჭრილია მოთავსებული, გამომძიებელი მივიდა - რა იცის ქურთიაშვილის დედამ?
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილის დედა, ეკა ორჯონიკიძე, მისი შვილის ძმებ კაკულიებთან შესაძლო კავშირზე არ საუბრობს.
,,ბაკურიანის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ საქმეზე ძმებ კაკულიების დაკავების შესახებ არ გაუგია:
"ჩემი შვილი არის კარგად და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მეტი არაფერი არ ვიცი... ჩემი შვილი ვერაფერს ამბობს, რადგან ძილ-ღვიძილშია, მას პროცედურები ამ დრომდე უკეთდება"- განაცხადა ორჯონიკიძემ.
მისი თქმით, სერგი ქურთიაშვილს ძმებ კაკულიებთან "არანაირი შეხება არ ჰქონიათ".
ძმებ კაკულიების დაკავების შემდეგ, პოლიციამ ჩაცხრილული ახალგაზრდების ხელახალი გამოკითხვა დაიწყო. "პირველების" კამერამ ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილი სერგი ქურთიაშვილია მოთავსებული, პოლიციელები დააფიქსირა.
"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე ძმები გუგა და დათა კაკულიები დააკავეს.