სტუდენტების პროტესტი თსუ-ში - უნივერსიტეტში სწავლის პროცესი პარალიზებულია
სტუდენტების პროტესტი თსუ-ში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი პარალიზებულია.
სტუდენტები ბინების ქირაზე გაძვირებულ ფასებს აპროტესტებენ და მარტიდან მოყოლებული ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს პირველი კორპუსის მეორე სართული აქვთ დაკავებული, ისინი 214-ე აუდიტორიაში არიან შეკრებილები და უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შერვაშიძესთან, შეხვედრას ითხოვენ.
თავიდანვე ჩვერნ შევთავაზეთ, რომ გამოცდები ყოფიულიყო ჰიბრიდულად, მაგარმ უნივერსიტეტმა გვითხრა, რომ ეს შეფასების მხრივ არათანაბარ პირობებს ქმნიდა. სწორედ ამის გამო ვითხოვთ ონლაინ გამოცდას.
რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორს, რამდენჯერაც ჩვენ მოვდივართ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, ის თავის კაბინეტში არასდროს არაა და ახლა ველოდებით, ოდესღაც რომ გამოჩნდება ბატონი გიორგი და სტუდენტებს შეხვდება- ამბობს თსუ-ს სტუდენტი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხზადებს, რომ კომენტარს დღეს, მხოლოდ ოდნავ მოგვიანებით გააკეთებს.