უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ვაკეში მომხდარ დაჭრას ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს - ადვოკატის კომენტარი

30.05.22 15:37
უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ვაკეში მომხდარ დაჭრას ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს - ადვოკატის კომენტარი

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული გუგა და დათა კაკულიების ადვოკატი ძმების ვაკეში მომხდარ დაჭრასთან, ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან შემხებლობას აბსურდსა და სისულელეს უწოდებს. 

მათი დაკავება დღეს, გამთენიისას მოხდა. რაც შეეხება საკითხს, რომ თითქოს, ორი დღის წინ, ვაკეში მომხდარ დაჭრასთან ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე სახის შემხებლობა აქვთ, არის სრული აბსურდი და სრული სისულელე"- თქვა ადვოკატმა. 

დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. 

ცნობისთვის, ძმებ კაკულიების დაკავების შემდეგ, პოლიციამ ჩაცხრილული ახალგაზრდების ხელახალი გამოკითხვა დაიწყო.  "პირველების" კამერამ ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილი სერგი ქურთიაშვილია მოთავსებული, პოლიციელები დააფიქსირა.

"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე ძმები, გუგა და დათა კაკულიები დააკავეს.

კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც გაიჟღერა. მკვლელობიდან მალევე ითქვა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობა შურისძიების მოტივით სწორედ ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს. 

მსგავსი სიახლეები