150-მდე ინდოელი სტუდენტი იძულებით კარანტინშია - ახალგაზრდები დისკრიმინაციაზე საუბრობენ

15.04.21 11:58
150-მდე ინდოელი სტუდენტი იძულებით კარანტინშია - ახალგაზრდები დისკრიმინაციაზე საუბრობენ

150-მდე ინდოელი სტუდენტი იძულებით კარანტინშია. საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდები ამბობენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ორივე აცრა გაკეთებული აქვთ, თუმცა  საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ისინი იძულებით კარანტინში მაინც გადაიყვანეს. 

ინდოელი ახალგაზრდები ფაქტს დისკრიმინაციად აფასებენ. მათი თქმით, ჩარტერული რეისი, რომლითაც ისინი ჩამოვიდნენ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს  მიერ იყო დაგეგმილი და ასევე, შუამავალი კომპანიის მიერ. საელჩოსგან მათ მიიღეს დაპირება, რომ თუ ისინი აცრის ფურცლებს წარადგენდნენ, კარანტინის გავლა აღარ მოუწევდათ, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

ჩემი შვილი გუშინ ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს საელჩოს მიერ. ჩვენ გვქონდა დიალოგი საელჩოსთან და ორგანიზატორ კომპანიასთან, რომ თუ სტუდენტებს ექნებოდათ გაკეთებული ვაქცინაცია და პისიარ ტესტის პასუხი, ისინი არ გადავიდოდნენ კარანტინში. ჩვენ გადავიხადეთ ამ ფრენაში საკმაოდ დიდი თანხა. სტუდენტებს აეროპორტში არც კი მოუსმინეს და არც კი აახსნევინეს არაფერი. ეს მიდგომა ჰქონდათ მხოლოდ ინდოეთიდან ჩამოსული ხალხის მიმართ. ეს არის დისკრიმინაცია, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტის მშობელი.

 ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონი დღეიდან შეიცვალა. კანონი მხოლოდ ინდოეთის მოქალაქეებზე ვრცელდება და მათ კარანტინში გადაყვანას ნებისმიერი შემთხვევაში ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები