რა გზით შემოვიდნენ ძმები კაკულიები საქართველოში? - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი დაკავებულების გამოკითხვას ითხოვს

30.05.22 17:03
რა გზით შემოვიდნენ ძმები კაკულიები საქართველოში? - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი დაკავებულების გამოკითხვას ითხოვს

რა გზით შემოვიდნენ ძმები კაკულიები საქართველოში? - ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის სავარაუდო ფიგურანტებმა  საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.

ერთი ვერსიით, სამშობლოში დავით და გუგა კაკულიები არალეგალურად სომხეთიდან გადმოვიდნენ და ორი თვის განმავლობაში თბილისში, ორთაჭალაში ცხოვრობდნენ. 

დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება ოფიციალურად წაურდგინეს. 

კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც გაიჟღერა. მოკლულის ოჯახი მათ დაკითხვას ითხოვდა. ადვოკატი პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ძნელი წარმოსადგენიამ, ძმებს საქართველოს საზღვარი ლეგალურად გადმოეკვეთათ:

არ ვიცით, რა საქმეზე არისნ ისინი დაკავებულები, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რომ ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე არ არიან დაკავებულები.

ჩვენ ყოველთვის ეს მოთხოვნა გვქონდა საგამოძიებო უწყებასთან და დღეის მდგომარეობით ამის შესაძლებლობა არსებობს, რომ მივიდნენ და დაკითხონ. 

წარმოდგენა შეიძლება მქონდეს, რომ  მათთან მიდიოდა გარკვეულწილად საგამოძიებო ოპერატიული-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები. მათ რამდენჯერმე სცადეს, ჯერ კიდევ აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოში შემოსვლა, თუმცა საზღვარმა ისინი არ გამოატარა. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია დღეის მდგომარეობით, რა დროს ან როცა არ უნდა შემოსულიყვნენ, ამ დამნაშაულის შემდეგ ისინი საზღვარს ლეგალურად გადმოკვეთდნენ"- განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიების დაკავების შემდეგ, პოლიციამ ჩაცხრილული ახალგაზრდების ხელახალი გამოკითხვა დაიწყო.  "პირველების" კამერამ ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილი სერგი ქურთიაშვილია მოთავსებული, პოლიციელები დააფიქსირა.

"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე ძმები, გუგა და დათა კაკულიები დააკავეს.

კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც გაიჟღერა. მკვლელობიდან მალევე ითქვა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობა შურისძიების მოტივით სწორედ ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს. 

 

მსგავსი სიახლეები