რექტორთან შეხვედრა და უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა- თსუ-ში პროტესტი არ წყდება
თსუ-ში პროტესტი არ წყდება. 3 საათზე მეტია, სტუდენტები მოლოდინის რეჟიმში არიან და აუდიტორიას არ ტოვებენ. უნივერსიტეტის რექტორი, გია შერვაშიძე, კი ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს არ ხვდება.
შეკრებილების თქმით, ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასა და ონლაინ გამოცდების ჩატარებას დიდი თანხები არ სჭირდება, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელს მოუწოდებენ, მოერგოს სტუდენტების საჭიროებას და მოხდეს უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა.
გვეუბნებიან რექტორატში, ვისაც არ აქვს საშუალება და ვერ ჩამოდის, დაჯდეს სოფელში და არ ისწავლოს. ასეთი ჩანაწერები გვაქვს და ვდებთ ჩვენს ფეისბუკში.
ქუთაისი და ახალციხეში გახსნეს რესურსცენტრი, სხვა ქალაქში ვერ გახსნეს, რადგან არ აქვთ რესურსი. არ აქვთ რესურსი იმიტომ, რომ 35 ათას ლარს ხარჯავენ ერთ კონცერტში. - აცხადებს თსუ-ს სტუდენტი.