სისხლიანი გარჩევა სამგორის სკოლაში- 15 წლის ბიჭი გულმკერდის არეშია დაჭრილი

30.05.22 19:09
სისხლიანი გარჩევა სამგორის სკოლაში- 15 წლის ბიჭი გულმკერდის არეშია დაჭრილი

სისხლიანი გარჩევა სამგორის სკოლაში. მე-9 და მეათე კლასელებმა სასწავლო პროცესის დროს ერთმანეთი სკოლის შენობაში დაჭრეს. ,,ამტელ ჰოსპიტალის" ექიმები ამ წუთებში 74 -ე სკოლის უფროსკლასელის გადარჩენას ცდილობენ.

ყველაფერი შესვენების დროს გინებით დაიწყო, რადაც ჯერ ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი - მეათეკლასელის დაჭრა. ამ წუთებში დაკითხვების სერია მიდის, თუმცა მთავარი პასუხიმგებლობა დირექტორსა და მანდატურზეა, საიდან ჰქონდა სკოლის მოსწავლეს დანა სასწავლო პროცესის დროს შენობაში. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა 15 წლის ბიჭის ოპერაცია, რომელიც საქმის გარჩევის დროს გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.  

პოლიციას ამ ეტაპზე  არავინ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები