სისხდლენა შეჩერებულია - როგორია სამგორში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა
სამგორში, 74 -ე სკოლაში, თანატოლის მიერ დაჭრილი მოზარდს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება:
საკმაოდ რთული ოპერაცია გაუკეთდა, დაახლოებით 5 საათამდე გრძელდებოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრტხე არ ემუქრება. სისხდლენა შეჩერებულია, ნაწლავების მთლიანობა აღდგენილია ყველგან და პოსტოეპრაციულად იმყოფება მართვითი სუნთქვის აპარატზე რეანიმაციულ განყოფილებაში, - ამბობს ექიმი, გოგა ბახტაძე.
არასრულწლოვანს ცივი იარაღით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში. რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, პოლიციამ ხელბორკილები 15 წლის მოზარდს დაადო.
პოლიცია სისხლიანი გარჩევის ფიგურანტ 15-მდე არასრულწოვანს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა.