ძმები კაკულიები პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ

31.05.22 11:06
ძმები კაკულიები პოლიციას იარაღის  ჩადებაში ადანაშაულებენ

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტები ციხიდან სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ - ძმები კაკულიები პოლიციას იარაღის  ჩადებაში ადანაშაულებენ. 

დავით და გუგა კაკულიები იარაღზე ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ძმები ასევე თანხმობას აცხადებენ, ყველა გახმაურებულ საქმეზე გამოიკითხონ. 

გახმაურებული კრიმინალური გარჩევების  და მკვლელობების სავარაუდო ფიგურანტები რამდენიმე საათში ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. 

ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, მათთვის ოფიციალურად მათთვის ბრალი წაყენებული არ არის, თუმცა ზეპირსიტყვიერად იციან, რომ დაკავებული არიან იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე. 

რაც შეეხება იმას, რატომ იმყოფებოდნენ ნაქირავებ ბინაში, ამაზე მათთან არ მისაუბრია. ამასთან ვაკეში მომხდარ ფაქტსა და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, მათ აღნიშნულ საქმეებთან კავშირი სრულიად გამორიცხეს"- უთხრა "პირველებს"  გიორგი ანთაძემ. 

არსებული ინფორმაციით, გუგა და დათა კაკულიები თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

ამასთან ცნობილია, რომ კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც გაიჟღერა. მოკლულის ოჯახი მათ დაკითხვას ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები