ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა - ექსპერტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ

31.05.22 11:21
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა - ექსპერტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ

ინფლაციის მაჩვენებელი ისევ ისტორიულ მაქსიმუმზეა - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარი ერთ დღეში კიდევ  9 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარის ფასი დღეს 3 ლარია.

ექსპერტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას ისევ განაგრძობს. მათი თქმით, ლარის კურსის ვარდნა პროდუქტებზე ფასების ზრდის პირდაპირ პროპორციულია, რაც ისედაც გაძირებულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს. 

ქვეყანაში არ არის იმ რანგის მონეტარული ბრუნვა, რომ აიტანოს ბაზრიდან 10 მილიონის ამოღება ეროვნული ბანკის მიერ. შესაბამისად, ველოდებით კვლავ გაუფასურებას საშუალო ვადიან პერსპერქტივაში, მინიმუმ 15 პუნქტით კვლავ გაუფასურდება ლარი. გვქონდა იმის შანსი,რ ომ საშუალო ვადიან პერსპექტივაშ დაგვეჭირა კურსი 2.50 თეთრზე და ეს შენარჩუნებულიყო. ამის მაგივრად მივიღეთ გაუგონარი გადაწყვეტილება, ბაზრიდან გავიტანეთ დოლარი და კვლავ ვაუფასურებთ ლარს,  - ამბობს ეკონომისტი ოთარ  აბესაძე. 

სხვაგვარად  ფიქრობს თბს-ი ბანკის გენერალური დირექტორი. ვახტანგ ბუცხრიკიძე იმედებს ტურისტულ სეზონსა და გაზრდილ ექსპორტზე ამყარებს და ამბობს, რომ  ასეთ პირობებში ლარის დღევანდელი კურსი შენარჩუნებული იქნება. 

ლარის გამყარების ბოლო ტრენდი რაც არსებობს 3-4 თვის განმავლობაში ლოგიკურია, რომ ეს გაგრძელდეს და ამ ნიშნულის ფარგლებში იყოს. პირველი არის ის, რომ ტურიზმის მაჩვენებელი არის საკმაოდ იმედის მომცემი ბოლო 4 თვის განმავლობაში. მეორე - გზავნილები, რაც საქართველოში შემოდის მიუხედავად უკრაინის ომისა და რუსეთიდან გზავნილების შემცირებისა, მისი დაბალანსება მოხდა სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, აქაც საკმაოდ ნორმალურია, იზრდება ექსპორტი და ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ პროგნოზი, რომ იმ ფარგლებში უნდა იყოს, რომელიც დღეს არის, - ამბობს ვახტან ბუცხრიკიძე. 

 

მსგავსი სიახლეები