კალაძე: კარგად ვარ, ვბრუნდები აქტიურად (ვიდეო)

15.04.21 12:26
კალაძე: კარგად ვარ, ვბრუნდები აქტიურად (ვიდეო)

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს ორშაბათიდან დაუბრუნდება.

დამატებითი კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით, ძალიან ბედნიერი ვარ, არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები საქმიანობას. ერთად გავაკეთებთ იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება ჩვენ დედაქალაქს - აცხადებს კალაძე. 

კახა კალაძეს საქართველოში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. დედაქალაქის მერი უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა.